
„მარილამ“ ასორტიმენტი გააფართოვა – ქართულმა ღვინის მარილის ბრენდმა მომხმარებელს სამი ახალი პროდუქტი შესთავაზა პირველი ქართული ღვინის მარილის ბრენდმა – „მარილა“ ასორტიმენტი გააფართოვა. როგორც კომპანიის დირექტორმა, ვახტანგ ვათიაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, ახლა მომხმარებელთათვის სამი სახის ღვინის მარილი, კერძოდ რქაწითელი, საფერავი და რქაწითელის, საფერავისა და ქართული სანელებლების ნაზავი ხელმისაწვდომია. „ღვინის მარილში, რომელშიც სანელებლებია გამოყენებული, მასში მხოლოდ ქართული გასტრონომიისთვის