
ვაჭრობის სექტორი II კვარტალში გაყიდვების ზრდას ელის – BAG ინდექსი
საქართველოს ბიზნესასოციაციის BAG ინდექსის თანახმად, ვაჭრობის სექტორი II კვარტალში გაყიდვების ზრდას ელის. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის I კვარტალში გაყიდვების შემცირებას კომპანიათა მაღალი წილი სწორედ ვაჭრობის, მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებში (35%-დან 43%-მდე შუალედში) აფიქსირებდა, II კვარტალისთვის კომპანიებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ. მათ შორის, ყველაზე პოზიტიური მოლოდინი ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ BAG-ინდექსის მონაცემებით, 2025 წლის I