
სოფლის მეურნეობის სექტორში დღგ-ს ნულოვან დაბეგვრას ეკონომიკაზე უარყოფითი ეფექტი აქვს – ეს დასკვნა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებულ ანგარიშში გვხვდება. სამინისტროს შეფასებით, შეღავათისგან, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ვრცელდება, უფრო მეტ სარგებელს მაღალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობები იღებენ, რაც უწყების დასკვნით, საგადასახადო შეღავათების სუსტ მიზნობრიობაზე მიუთითებს. კვლევა აჩვენებს, რომ შეღავათის შემოღებიდან მე-10 წელს რეფორმის შედეგად, დღგ-ს საგადასახადო დანახარჯების