
“ჩვენი პარტნიორები დიდ ცვლილებებს არ ელოდებიან” – მეღვინეობა “შუმი” აშშ-ს დაწესებულ 10%-იან ტარიფზე
აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 10%-იანი ტარიფის გამო, ჩვენი პარტნიორები დიდ ცვლილებებს არ ელოდებიან, – ამის შესახებ მეღვინეობა “შუმის” აღმასრულებელმა დირექტორმა, აკაკი ცოფურაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 180-ზე მეტ ქვეყანას დამატებით ტარიფები დაუწესა. მათ შორის საქართველოც მოხვდა. საბაზისო, 10%-იანი ტარიფით. აკაკი ცოფურაშვილის ცნობით, კომპანია ღვინის ექსპორტს აშშ-ს ბაზარზე პარტნიორების დახმარებით ახორციელებს. პარტნიორებთან