
„ამერიკულად გადაფუთული ახალი რუსული კანონი“ – ასე აფასებს საიას ყოფილი თავმჯდომარე, იურისტი ნიკა სიმონიშვილი, პარლამენტის მიერ მიღებულ “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს”. მისი თქმით, პრეცენდენტული სამართლის გათვალისწინების გარეშე “ქართულმა ოცნებამ“ აშშ-დან გადმოთარგმნა მხოლოდ დაწერილი სამართალი, რომლის შინაარსზე და კონტექსტზე პასუხისმგებლობა მთლიანად ანტიკორუფციულ ბიუროს და სასამართლოს სისტემას მისცა. იურისტის შეფასებით, მათგან კანონის ნორმების კეთილსინდისიერ განმარტებას არ უნდა