
პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს
ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ, ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამარჯვებულების გამოსავლენად მუშაობას შეუდგება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე – https://filmfreeway.com/ElisoAwards წლევანდელ დაჯილდოებაზე, ფონდის გადაწყვეტილებით, გაიზარდა ნომინაციების რაოდენობა და