
“ევროკავშირს არ სურს საქართველოს დაკარგვა” – რამდენად ღირს “ოცნებასთან” დიალოგის აღდგენა?
ევროკავშირს არ სურს საქართველოს დაკარგვა – ასე ხსნის ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატა საბანაძე გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის გზავნილს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგის აღდგენის შესაძლებლობაზე, რომელიც უმაღლეს დონეზე ახლა შეჩერებულია. „მარტა კოსის გზავნილი წავიკითხე როგორც ხელის გაწოდება, სურვილი, რომ იქნებ რაღაცნაირად აღვადგინოთ დიალოგი. მაღალ დონეზე არაა საუბარი, რადგან ურთიერთობები გაწყვეტილია, მაგრამ იქნებ სამუშაო