
სტამბოლი-ბათუმის რეისი დაშვებას ვერ ახერხებს – ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებს სტამბოლი-ბათუმის რეისი. ამასთან, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აქვს შეწყვეტილი. ცნობისთვის, დღეს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ამინდის შესახებ გაფრთხილება, რომ 10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.