
თბილისში, ევროპის მოედნისკენ ხუთი სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობა დაიწყო
ევროპის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ხუთი სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობები ევროპის მოედნისკენ დაიწყო. აქცია-მსვლელობის მთავარი ლოზუნგია “ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია”. მანამდე 17:00 საათზე ევროინტეგრაციის მომხრეები რუსთაველზე პარლამენტთან, მარჯანიშვილის მეტროსთან, ავლაბრის მეტროსთან, რესპუბლიკის მოედანზე და საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბნენ. მათი საბოლოო დანიშნულების ადგილი ევროპის მოედანია, სადაც 19 საათზე აქცია გაიმართება. მარშებს უერთდებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიებიც. ცნობისთვის