
ლევან მგალობლიშვილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 99 წლის ორესტი ბერულავას ესტუმრა
ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა. მთავრობის თავმჯდომარემ 99 წლის გულრიფშელ ორესტი ბერულავას 9 მაისი მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა. “ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ასეთ ადამიანებს და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ მეხსიერება იმ გმირობისა, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვება