
მცხეთის ხიდზე აღდგენითი სამუშაოების გამო, მოძრაობა კვლავ შეიზღუდება – დეპარტამენტი
მდინარე არაგვის [მცხეთის] ხიდზე, აღდგენითი სამუშაოების გამო, მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყება წერს, რომ აღდგენითი სამუშაოებისთვის ტექნოლოგიური პროცესი მოითხოვს გარკვეულ დროს. შესაბამისად, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, 8 მაისიდან, 10 დღის განმავლობაში, ხიდის მარცხენა მიმართულების ერთ ზოლზე მოძრაობა შეიზღუდება ღამის საათებში: 22:00 საათიდან – 07:00 საათამდე.