
დარღვევების მაჩვენებელი 3.3%-ია – როგორია რძის კონტროლის შედეგები?
2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3.3% შეადგინა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან და ასოციაციების წარმომადგენლთან სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. სეს-ის თანახმად, რძის მწარმოებელ კომპანიებს ინტენსიურად, წელიწადში საშუალოდ 10-ჯერ ამოწმებენ. კონტროლი „ფერმიდან სუფრამდე” პრინციპის დაცვით