
9 კომპანიაზე ₾693 ათასამდე გაიცა – ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის შედეგები
„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში თანადაფინანსება ცხრა კომპანიამ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. პროგრამა ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით 2021 წლის სექტემბერში დამტკიცდა. მას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ახორციელებს. ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას