
მარნეულის მზის სადგურის მშენებლობისთვის შესწავლა მოხდება – განკარგულება
“ქართული ოცნების” მთავრობამ შპს რკ გლობალ მენეჯმენტთან „რკ მარნეულის მზის ელექტროსადგურის” შესახებ დასადები ხელშეკრულება მოიწონა. როგორც 17 მარტის განკარგულებიდან ირკვევა, ხელშეკრულება დაიდება მზის სადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. მთავრობის სახელით ხელშეკრულებას ხელს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი მოაწერს. მეწარმეთა რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს რკ გლობალ მენეჯმენტი 2024 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის