
ირანმა ისრაელში ბალისტიკური რაკეტა საავადმყოფოს ესროლა
BBC-ის ცნობით, ისრაელის სამხრეთ ნაწილში, ბეერშევას საავადმყოფოს რაკეტა მოხვდა და შენობა დაზიანდა. ირანი აცხადებს, რომ მიზანი საავადმყოფოს მახლობლად მდებარე სამხედრო ობიექტი იყო.ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თეირანი “გადაიხდის ფასს”. “ამ დილით, ირანის ტერორისტმა ტირანებმა ბეერშევას სოროკას საავადმყოფოზე და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ჩვენ სრულად გადავახდევინებთ თეირანის ტირანებს ამ თავდასხმის ფასს”,—