
ტრამპის ტარიფების მოლოდინში სპილენძის ფასი რეკორდულად გაიზარდა
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების მოლოდინში, საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე სპილენძის ფასი რეკორდულად გაიზარდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში სპილენძი 15%-ითაა გაძვირებული, ხოლო მიმდინარე წელს ფასის ზრდის მაჩვენებელი 32%-ს აღწევს და ტონაზე 11,520 დოლარს შეადგენს. ანალიტიკოსების პროგნოზით, უახლოეს მომავალში აშშ-ის მთავრობა სპილენძის იმპორტზე 25%-იან ტარიფს აამოქმედებს, რაც ქვეყანაში მეტალის შეძენას გააძვირებს, ამიტომ კომპანიები მას წინასწარ ყიდულობენ