
მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ Tbilisi Open Air-ზე რუსეთის დროშის გამოყენებით პერფორმანსი წარმოადგინა, რასაც ტელეგრამ-არხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა. ის წერს, რომ “ჩვენი ქვეყნის [რუსეთის] სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებაზე სათანადო რეაგირებას მოახდენენ”. “დილით არაერთი ზარი გაისმა, რომლითაც კომენტარის გაკეთებას ითხოვდნენ უცნობი ანტიგმირის გამოხტომაზე, რომელმაც რუსული სამფეროვანი დროშით რაღაც პერფორმანსი მოაწყო თბილისში.