
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ლევან დარახველიძე დაინიშნა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ლევან დარახველიძე დაინიშნა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. მან ამ თანამდებობაზე გიორგი წერეთელი შეცვალა, რომელმაც უწყების ცნობით პოსტი მაისის დასაწყისში საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ლევან დარახველიძეს აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა წლებში იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო