
საქართველოს პროკურატურამ თბილისში სტინგის კონცერტის ბილეთების შეძენის მიზნით, ყალბი ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებისთვის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის აგვისტოში, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლისა და დაფარვის გზით, შექმნა ყალბი “ფიშერული” ვებგვერდი „bsafest.online“, რომელსაც რეკლამირებას უწევდა