
მთავრობამ საპატრიარქოს კიდევ 43 მილიონზე მეტი დაფინანსება გამოუყო – განკარგულება
“საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის სახით, ₾43 მილიონზე მეტი გამოიყო”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის N463 განკარგულებაში წერია, რომელიც მიმდინარე წლის 14 მარტით თარიღდება და ხელს, ირაკლი კობახიძე აწერს. განკარგულების თანახმად, საქართველოს განათლების სამინისტროს დაევალა „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების” ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ₾43 მილიონზე მეტი მიმართოს, საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებების ფინანსური დახმარებისთვის