
დუშეთში, ცალკეული საბავშვო ბაღის მშენებლობის შემთხვევაში ხარვეზებია – რევაზ სოხაძე
ობიექტებთან დაკავშირებით არსებობს შენიშვნები, მშენებელს მიეცა კონკრეტული ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის, – ამის შესახებ “ოცნების” ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დუშეთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელი ობიექტის შემთხვევაში არსებობს შენიშვნები. “დავათვალიერეთ დაბა ჟინვალის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი და ის აქაური მცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში, მცხეთა-მთიანეთში