
„მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა“ – სესი მორიგ განცხადებას ავრც
სურსათის ეროვნული სააგენტო შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოში” (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) ინსპექტირების შედეგების შესახებ დამატებით განმარტავს, რომ იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. სესის ცნობით, მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა. „სურსათის ეროვნული სააგენტო აფლატოქსინებზე ნედლი რძის კვლევას სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში 2022 წლიდან ახორციელებს, რაც, განსაზღვრულია