
სიახლე მათთვის, ვინც სესხის აღებას ან გაზრდას აპირებს – გადაწყვეტილება დღეიდან ამოქმედდა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი დღეიდან ორმაგდება. კერძოდ, ძალაში შედის „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე იზრდება. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ საკუთარ მომხმარებლებს. ამასთან, როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, ეს ნაბიჯი სექტორის გაჯანსაღებასაც შეუწყობს