
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – არიან დაშავებულები
რუსთავში, კლდიაშვილისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად ორი ახალგაზრდა კაცი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.