CBS News: ისრაელი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასაწყებად მზად არის

CBS News: ისრაელი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასაწყებად მზად არის

ისრაელი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასაწყებად სრულად მზად არის. ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავდროულად, როგორც ამერიკული ტელეარხი იუწყება, ამერიკული მხარე ელის, რომ საპასუხოდ ირანი მეზობელ ერაყში მდებარე ამერიკულ ბაზებს დაბომბავს. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც აშშ-მა ზოგ ამერიკელს რეგიონის დატოვება ურჩია. სახელმწიფო დეპარტამენტმა, თავის მხრივ, სამთავრობო ჩინოვნიკებს „რეგიონში არსებული დიდი დაძაბულობის გამო“ ერაყის დატოვების უფლება მისცა, ხოლო პენტაგონმა ჯარისკაცების ოჯახის წევრებს ახლო აღმოსავლეთის თვითნებურად დატოვების ნებართვა მისცა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი მომდევნო დღეებში ირანულ მხარესთან რიგით მეექვსე შეხვედრას გამართავს და თეირანის ბირთვულ პროგრამას განიხილავს.

ირანის თავდაცვის მინისტრმა, აზიზ ნასირზადემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, თუ ბირთვული მოლაპარაკებები ჩაიშლება და „ჩვენ კონფლიქტს თავს მოგვახვევენ“, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ყველა ქვეყანაში აშშ-ის ბაზებზე დარტყმებს მიიტანს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *