ინდოეთიდან ინგლისში მიმავალი თვითმფრინავი Boeing 787-8 Dreamliner აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. საავიაციო კომპანია Air India აცხადებს, რომ ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის 169 — ინდოეთის, 53 — ბრიტანეთის, 1— კანადისა და 6 — პორტუგალიის მოქალაქე იყო. FlightRadar24-ის მიხედვით, Air India-ის რეისი დაგეგმილი იყო აჰმედაბადის საერთაშორისო აეროპორტიდან და ლონდონში მიფრინავდა. ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატის ცნობით, ეკიპაჟმა საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურს აფრენიდან მალევე გაუგზავნა განგაშის სიგნალი. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, დეივიდ ლემის განცხადებით, მუშაობენ, რომ დაეხმარონ ყველას, ვინც ამ უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა. გარდაცვლილების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად “ბევრი ადამიანი დაიღუპა”. Reuters-ის ცნობით, თვითმფრინავი ჩამოვარდნის შემდეგ ექიმების საერთო საცხოვრებელს დაეცა.
CNN: ინდოეთში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 242 ადამიანი იმყოფებოდა
