დიდი ისტორიის მატარებელი ბრიტანული ყავის სახლების ქსელი Costa Coffee 15 მაისს, თბილისში, ილია ჭავჭავაძის 10 ნომერში გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ Costa Coffee-ს გლობალური წარმომადგენლები, პარტნიორი კომპანიები და დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი.
დღეს Costa Coffee ყავის სახლებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული გლობალური ბრენდია, რომელიც უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. საქართველოში კი მისი ოფიციალური წარმომადგენელი Sarda Group-ი იქნება. ჰოლდინგი, რომელიც ჩვენს ბაზარზე არაერთ საერთაშორისო ბრენდს უკვე აერთიანებს.
Costa Coffee ცნობილია იტალიური ყავის უმაღლესი ხარისხითა და მდიდარი მემკვიდრეობით, რაც უმეტესად განპირობებულია მათი უნიკალური Mocha Italia-ს ნაზავით. ბრიტანული ყავის სახლების ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის ცხელი და ცივი ყავების, ჩაის, უნიკალური დესერტებისა და მრავალფეროვანი მენიუს არჩევანს, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ტიპის გემოვნების მომხმარებელზე. თითოეულ პროდუქტში იგრძნობა ბრენდის ერთგულება ხარისხის, გემოსა და მომსახურების უმაღლესი სტანდარტების მიმართ.
თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ ლოკაციაზე, პირველი ობიექტის გახსნით კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა ბრენდის ბაზარზე ფართო მასშტაბით შემოსვლას.
ზაფხულის განმავლობაში ასევე იგეგმება Costa Coffee-ს კიდევ ორი ფილიალის გახსნა — მეორე ვაკეში, Axis Towers-ში, ხოლო მესამე — ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე.