ჰონგ-კონგში დაფუძნებულმა სარესტორნო ქსელმა, DDC Enterprise-მა მომდევნო სამი წლის განმავლობაში 5,000 ბიტკოინის ყიდვა გადაწყვიტა. ამჟამინდელი ფასის გათვალისწინებით, ეს შესყიდვა კომპანიას დაახლოებით 550 მილიონი დოლარი დაუჯდება.
როგორც DDC-ის მენეჯმენტი აცხადებს, კომპანიამ უკვე შეიძინა 2.5 მილიონი დოლარის ბიტკოინი და დარჩენილ ტრანზაქციებს ის პერიოდულად განახორციელებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი იქნება ბიტკოინის ფასი.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომპანია ჩინური წარმოშობისაა, სადაც ბიტკოინის შესყიდვა კორპორაციულ დონეზე აკრძალულია, თუმცა ჰონგ-კონკის კანონმდებლობა DDC-ის ამ ტრანზაქციის გატარების საშუალებას აძლევს.
კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ბიტკოინს ზრდის უდიდესი პოტენციალი აქვს, ამიტომ DayDayCook-ი ამ შესაძლებლობით ისარგებლებს და კრიპტოაქტივის დახმარებით ის ინვესტორებისათვის მეტ სარგებელს დააგენერირებს.