DRI: რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან 27 პირი დაიღუპა და 15 უგზო-უკვლოდაა დაკარგული

DRI: რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან 27 პირი დაიღუპა და 15 უგზო-უკვლოდაა დაკარგული

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ცნობით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართულობას, რომელიც საერთაშორისო პოზიციაზე საკუთარი მნიშვნელობის გაძლიერების მცდელობას წარმოადგენდა, ჰუმანიტარული და ადამიანური საფასურის გადახდა მოჰყვა. “ოფიციალური მონაცემებით, რაც არ წარმოადგენს ადამიანური დანაკარგების ზუსტ მაჩვენებელს, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას სულ მცირე 27 დაღუპული და 15 უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი ჰყავს. გასულ თვეში, რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ერთობლივი კომისიის შეხვედრაზე, ე.წ. “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ზონაში უგზო-უკვლოდ დაკარგული მოხალისეების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი იყო იმ პროცედურულ პრობლემებზე, რაც თან ახლავს ოჯახების ფინანსური მხარდაჭერისა და პირთა საომარ მოქმედებებში დაკარგულად აღიარების სამართლებრივი პროცედურები. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ, რეგიონის მოსახლეობის პრობლემების კონკრეტული ფორმატით განხილვა წარმოადგენს მცდელობას, გაამართლოს სამხრეთ ოსეთის ჩართულობა რუსეთ-უკრაინის ომში და გააძლიეროს პოზიციონირება რუსეთის ფედერაციის სისტემასთან ინტეგრაციის კონტექსტში. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებულად მწვავე ჰუმანიტარულ გავლენას ახდენს სოციალურ-პოლიტიკურად მოწყვლად რეგიონზე”, ­— ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *