საქართველოს აუდიტორული ბაზრის ახალი მონაცემები აჩვენებს კომპანიის სტაბილურ ზრდას და პოზიციების გაუმჯობესებას.
1 აპრილს გამოქვეყნებული 2024 წლის აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკის თანახმად, Ecovis საქართველო რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად მე-6 ადგილს იკავებს. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ასახავს კომპანიის მდგრად განვითარებას და ბაზარზე პოზიციების გამყარებას.
შთამბეჭდავი ფინანსური მაჩვენებლები
2024 წელს Ecovis საქართველოს შემოსავალმა აუდიტორული საქმიანობიდან 3 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო ეკოვისის ბრენდის ქვეშ საქართველოში გენერირებული ჯამური შემოსავალი 7.5 მილიონ ლარზე მეტია, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვან ზრდას წარმოადგენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სტაბილურად ინარჩუნებს 30%-იან წლიურ ზრდას, რაც საქართველოს ბაზარზე გამორჩეულ მაჩვენებლად ითვლება.
“ჩვენი წარმატების საიდუმლო მდგრად და გააზრებულ ზრდაშია. ვცდილობთ არა მხოლოდ გავაფართოოთ კლიენტების ბაზა, არამედ გავაღრმაოთ ურთიერთობები არსებულ კლიენტებთან და შევთავაზოთ მათ კომპლექსური მომსახურება, რომელიც რეალურად პასუხობს მათ საჭიროებებს,” – აცხადებს Ecovis საქართველოს პარტნიორი ივანე კუტიბაშვილი.
წარმატების საკვანძო ფაქტორები
Ecovis საქართველოს წარმატების უკან დგას რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიდგომა, რომლებიც კომპანიას საშუალებას აძლევს გამოირჩეოდეს მაღალკონკურენტულ გარემოში:
კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობა – კომპანიის ფილოსოფია ეფუძნება მყარი და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას კლიენტებთან. ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსირება მოხდეს მხოლოდ ერთჯერად პროექტებზე, Ecovis საქართველო ცდილობს გახდეს კლიენტების სანდო და კვალიფიციური პარტნიორი ფინანსური და ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში.
“ჩვენს კლიენტებთან ურთიერთობა არ სრულდება კონკრეტულ პროექტზე მუშაობის დასრულებით. ვცდილობთ გავიგოთ მათი ბიზნესის სპეციფიკა, გამოწვევები და მიზნები, რათა შევძლოთ მათი მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში,” – განმარტავს ეკოვის საქართველოს მმართველი პარტნიორი ირაკლი სირაძე.
გამოცდილი კადრების მაღალი ჩართულობა პროექტებში – განსხვავებით ბევრი კონკურენტისგან, სადაც პარტნიორები ხშირად მხოლოდ ზედაპირულად არიან ჩართული პროექტებში, Ecovis საქართველოში როგორც გარიგების პარტნიორი, ასევე, რა თქმა უნდა, მენეჯერებიც აქტიურად მონაწილეობენ ყველა მნიშვნელოვან პროექტში. ეს მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ პროექტი მიმდინარეობს დაგეგმილად, გაუთვალისწინებელი სიურპრიზების გარეშე. კომპანიებს აქვთ განცდა, რომ მათ ემსახურება კვალიფიციური აუდიტორი, ასევე შედარებით ნაკლებად გამოცდილ სტაფს აქვს საშუალება მიიღოს საჭირო და პრაქტიკული რჩევები პრობლემატური საკითხების ეფექტურად სამართავად.
“ჩვენთვის ეს პრინციპული საკითხია, რადგან გვჯერა, რომ გამოცდილი კადრების ინტენსიური ჩართულობა პირდაპირ აისახება მომსახურების ხარისხზე,” – აღნიშნავს კომპანიის ერთ–ერთი პარტნიორი ივანე კუტიბაშვილი.
მომსახურების ფართო სპექტრი – Ecovis საქართველოს ერთ–ერთი მთავარი უპირატესობაა მომსახურების მრავალფეროვნება. კომპანია კლიენტებს სთავაზობს არა მხოლოდ აუდიტორულ, არამედ საგადასახადო, საბუღალტრო, იურიდიულ და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებას, რაც საშუალებას აძლევს მათ მიიღონ კომპლექსური მხარდაჭერა ერთი ჭერის ქვეშ.
“დღესდღეობით, ისევე როგორც სხვა დარგებში, ჩვენთანაც არის მცოდნე და გამოცდილი კადრების დეფიცი და დღითი დღე უფრო მატულობს დამკვეთების მხრიდან სურვილი აუთსორსზე გაიტანონ ის პროცესები, რაც შესაძლებელია რომ უფრო ხარისხიანად და კარგად გაკეთდეს გარე კადრების ჩართულობით, და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევხედოთ ამ პროცესს გრძელვადიან ჭრილში და შევთავაზოთ კომპანიებს ოპტიმალური და მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები,” – განმარტავს კომპანიის მმართველი პარტნიორი ირაკლი სირაძე.
ხარისხის მუდმივი კონტროლი – Ecovis საქართველოს წარმატების კიდევ ერთი საყრდენია არსებული ხარისხის მართვის სისტემა. კომპანია მომსახურების გაწევისას ხელმძღვანელობს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით, ხოლო ხარისხის მართვა კი ხორციელდება განახლებული ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების საფუძველზე. შპს ეკოვის საქართველო აუდიტს მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირების აუდიტის უფლებამოსილება, რაც მოხდა მარეგულირებლის მხრიდან ჩვენი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის საფუძველზე.
“ხარისხი ჩვენთვის არ არის უბრალოდ სიტყვა. ეს არის ყოველდღიური პრაქტიკა, რომელიც აისახება ჩვენი მუშაობის ყველა ასპექტში – დაწყებული დოკუმენტაციით, დამთავრებული კლიენტებთან კომუნიკაციით,” – აღნიშნავს ივანე კუტიბაშვილი.
საერთაშორისო ქსელის ნაწილი – მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Ecovis საქართველო წარმოადგენს Ecovis International-ის გლობალური ქსელის ნაწილს, რომელიც მოქმედებს 90-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. ეს კავშირი აძლევს კომპანიას წვდომას საერთაშორისო რესურსებზე, ცოდნასა და გამოცდილებაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური ბიზნესის მქონე კლიენტებისთვის.
მომავლის პერსპექტივები
მიუხედავად უკვე მიღწეული წარმატებისა, Ecovis საქართველო არ აპირებს შეჩერებას და გეგმავს განაგრძოს ზრდა და განვითარება. კომპანიის სტრატეგიული გეგმა მოიცავს მომსახურების სპექტრის კიდევ უფრო გაფართოებას, ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას და ბაზრის ახალი სეგმენტების ათვისებას.
“ჩვენი მიზანია, გავხდეთ ნომერ პირველი ალტერნატივა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ უბრალოდ ბრენდს, არამედ ბიზნეს პარტნიორს, რომელიც დაეხმარება მათ ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურ დაძლევაში,” – აცხადებს კომპანიის მმართველი პარტნიორი.
Ecovis საქართველოს შთამბეჭდავი ზრდა და ბაზარზე პოზიციების გაუმჯობესება ადასტურებს, რომ კომპანიის ხარისხზე და კვალიფიკაციაზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი პროფესიული სტანდარტები იძლევა შედეგს. ეს წარმატება კი ქმნის მყარ საფუძველს მომავალი განვითარებისთვის.