ევროკომისია გეგმავს ორი ევროს გადასახადი დააწესოს დაბალი ღირებულების მქონე გამოწერილ საქონელზე.
როგორც BBC წერს, მსგავსი დაბალი ღირებულების ამანათები ევროკავშირში ძირითადად ჩინეთიდან შემოდის. არსებული პროექტით გადასახადი 150 ევროზე ნაკლები ფასის მქონე ამანათებს შეეხება.
ევროკავშირის ვაჭრობის კომისარი მაროს სეფკოვიჩი ადასტურებს, რომ გადასახადი ელექტრონული კომერციის ჩინურ გიგანტებს Temu-სა და Shein-ც შეეხებათ. BBC წერს, რომ შარშან ამ საფასო კატეგორიაში შემოსული ამანათების 90% ჩინეთიდან იყო. ორივე ჩინურ კომპანიას ევროკავშირში 200 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავთ. ევროკომისიის მიერ შეთავაზებული ახალი ტარიფისთვის ჯერ წევრ ქვეყნებს მხარი არ დაუჭერიათ.