EU-ის საგარეო მინისტრები ისრაელ-ირანის კონფლიქტს დღეს ვიდეოკონფერენციაზე განიხილავენ

EU-ის საგარეო მინისტრები ისრაელ-ირანის კონფლიქტს დღეს ვიდეოკონფერენციაზე განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ინიციატივით, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირება იქნება.

როგორც ევროკავშირის პრესსპიკერმა აღნიშნა, შეხვედრის გამართვის გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.

„ახლო აღმოსავლეთის სიტუაციის სიმძიმის გათვალისწინებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მოიწვია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოშეხვედრა სამშაბათს“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

მინისტრები კონფლიქტთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობას შეაფასებენ და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *