EU-ის უმაღლესმა სასამართლომ მალტას “ოქროს პასპორტის” პროგრამა უკანონოდ ცნო

EU-ის უმაღლესმა სასამართლომ მალტას “ოქროს პასპორტის” პროგრამა უკანონოდ ცნო
ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ მალტის “ოქროს პასპორტის” სქემის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ის უკანონოა.

სამშაბათს ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ მალტამ უნდა შეწყვიტოს “ოქროს პასპორტის” პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს მდიდარ უცხოელებს შეიძინონ მოქალაქეობა, რადგან ეს ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევაა.

სასამართლოს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ როგორ ანიჭებენ ან გააუქმებენ მოქალაქეობას, მალტის სქემამ დააზიანა წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთნდობის პრინციპი, რომელზეც დაფუძნებულია საერთო სივრცე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთი სქემა წარმოადგენს წევრი სახელმწიფოს და შესაბამისად ევროკავშირის მოქალაქის სტატუსის მინიჭების კომერციალიზაციას, რაც შეუთავსებელია იმ ფუნდამენტური სტატუსის კონცეფციასთან, რომელიც გამომდინარეობს ევროკავშირის ხელშეკრულებებიდან.

სასამართლოს ევროკომისიამ 2022 წელს მიმართა სქემის გამო, რომელიც უცხოელებს აძლევს მალტის პასპორტს და, შესაბამისად, უფლებას იცხოვრონ და იმუშაონ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, დაახლოებით 1 მილიონი ევროს (1,14 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტიციის სანაცვლოდ. ამას წინ უძღოდა მოლაპარაკებები მალტასთან, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო. პროგრამის შესახებ სამართალდარღვევის პროცედურა ევროკომისიის მიერ 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო, მაგრამ ხელშესახები ცვლილებები არ მოჰყოლია.

მალტას არაერთხელ განუცხადებია, რომ ის სწორია ევროკავშირის ხელშეკრულებების ინტერპრეტაციაში. მან შეაჩერა პროგრამა რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მაგრამ განაგრძო სქემის მოქმედება სხვა ქვეყნებისთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *