EU-მ დროებით გადადო რუსული LNG-ის იმპორტზე სანქციების დაწესება

EU-მ დროებით გადადო რუსული LNG-ის იმპორტზე სანქციების დაწესება
ევროკავშირმა დროებით გადადო რუსული გათხევადებული გაზის (LNG) იმპორტზე სანქციების დაწესება. მიზეზი წევრი ქვეყნების ნაწილის წინააღმდეგობა გახდა, ასევე მიღების სხვა წყაროების მიმართულებით არსებული გაურკვევლობა. მიუხედავად ამისა, ევროკავშირი 2027 წლისთვის რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმა აპირებს და ამისთვის დეტალური გეგმის გამოქვეყნება იგეგმება. Reuters-ის ცნობით, გეგმა მაისის დასაწყისში უნდა გასაჯაროვდეს.

მოსალოდნელია, რომ ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტს ივნისში მიიღებს, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლების აცხადებენ, სანქციების ახალი პაკეტის პირობებზე მუშაობა ნელი ტემპით მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას სურს ევროპამ მეტი ამერიკული გაზი იყიდოს და ამერიკამ ევროგაერთიანებასთან სავაჭრო დეფიციტი აღმოფხვრას. Reuters-ის თანახმად, ევროკავშირი ამ საკითხს ერთგვარ შესაძლებლობად უყურებს, რომ ტრამპთან ტარიფებზე კონსესუს მიაღწიოს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აშშ ევროკავშირისთვის ისედაც გაზის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია.

Eurostat-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებლები ნორვეგია და აშშ არიან. 2024 წელს ევროკავშირმა LNG-ის თითქმის ნახევარი (45%) აშშ-დან იყიდა; შემდეგ მოდის რუსეთი (17.5%), ხოლო მესამე ადგილზეა ალჟირი (10.7%). ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი ევროკავშირისთვის ნორვეგიაა (45.6%); ალჟირი (19%) და 16% რუსეთი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *