Evolution Global-ში უვადო გაფიცვა შეთანხმების გაფორმებამდე გრძელდება – პროფკავშირი „ლაბორი“

Evolution Global-ში უვადო გაფიცვა შეთანხმების გაფორმებამდე გრძელდება – პროფკავშირი „ლაბორი“
Evolution Global-ში უვადო გაფიცვა შეთანხმების გაფორმებამდე გრძელდება, – ამის შესახებ განცხადებას პროფკავშირი „ლაბორი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ქარავანი (სახლი ბორბლებზე) რომელიც რამდენიმე თვის მანძილზე Evolution Georgia-ს წინ იდგა და რომელმაც გაფიცულებს ცივი ზამთარი გადაატანინა მფლობელს დაუბრუნდა.

გაფიცვა Evolution Global-ში კვლავ უვადოდ, შეთანხმების გაფორმებამდე გრძელდება.

საზოგადოებას პროფკავშირი ლაბორ • LABOR-ის და EVO-Union ევო-კავშირი -ის ბრძოლის გზების შესახებ უახლოეს მომავალში ვაცნობებთ.

შეგახსენებთ GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება-ის თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის და მისი მოადგილეებს ცრუ და უსაფუძვლო ბრალდებების გამო, რომელიც საბოლოო ჯამში ემსახურებოდა კომპანიის ინტერესებს პროფკავშირი ლაბორის და გაფიცვის ორგანიზატორების წინააღმდეგ. დისკრედიტაციის მცდელობებს, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა გაფიცვას. გაფიცვა “ევოლუშენ ჯორჯიაში” გრძელდება უვადოდ, გამარჯვებამდე”, – წერია განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *