ინვესტორები, მედიკოსები და აქტივისტები მარეგულირებლის გადაწყვეტილებას დიდი ხანი ელოდებოდნენ; ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ახალ მედიკამენტს 44-წლიანი აივ-პანდემიის დასრულება შეუძლია.
კლინიკური ტესტირების თანახმად, Lenacapavir, რომელიც კაფსიდის ინჰიბატორების კლასს მიეკუთვნება, თითქმის 100%-ით ეფექტურია აივ ვირუსის პრევენციაში. შესაბამისად, მედიკამენტს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია იმ ვირუსის გადაცემის შეწყვეტაში, რომლითაც წლიურად 1.3 მილიონი ადამიანი ინფიცირდება.
“ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა. გვჯერა, რომ Lenacapavir ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, ამ ეპიდემიის ისტორიის წიგნებში დასატოვებლად” – განაცხადა დილან ო’დეიმ, ფარმაცევტული კომპანიის CEO-მ.
Gilead-ის ინფორმაციით, კომპანიის მიზანია, მედიკამენტი აშშ-ში სწრაფი ტემპით გამოუშვას და, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, უფრო ფართოდაც გაავრცელოს.