Forbes-ის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 2.7 მლრდ-მდე შემცირდა

Forbes-ის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 2.7 მლრდ-მდე შემცირდა

Forbes-მა მილიარდერების ინდექსი განაახლა, სადაც ბიძინა ივანიშვილის ქონება 2024 წელს არსებული $4.9 მლრდ-დან $2.7 მლრდ-მდეა შემცირებული. როგორც bm.ge წერს, განმარტებაში არ არის მითითებული რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება. უცვლელია ივანიშვილის ქონების შეფასება Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში, სადაც მისი ქონება $7.35 მლრდ-დაა შეფასებული. ამ ორ მაჩვენებელს შორის 4.65 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *