პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული სავაჭრო ომის ფონზე, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა კონგლომერატმა, Ford-მა მიმდინარე წლის შემოსავლების პროგნოზი გააუქმა და ინვესტორებს შეატყობინა, რომ კომპანია ტარიფებით $1.5 მილიარდის დანაკარგს მიიღებს.
როგორც Ford-ის ხელმძღვანელობა განმარტავს, ამჟამად მსოფლიოში არსებული ვითარება სრულიად გაურკვეველი და არაპროგნოზირებადია, ასეთ დროს კი შემოსავლებთან დაკავშირებით
რამის თქმა რთულია, ამიტომ ინვესტორებს კონკრეტული გეგმის მიყოლის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
Ford-ის ეს გადაწყვეტილება ინვესტორებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მსგავსი ნაბიჯები სხვა მსხვილმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმაც გადადგეს, რაც ტრამპის პოლიტიკასთან არის დაკავშირებული.