GAU-ს მიერ მიღწეული შედეგი წარმოაჩენს ქართული სამედიცინო განათლების მაღალ პოტენციალს. გამოცდილი აკადემიური პერსონალი, თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგია და ინოვაციური მიდგომები კი სტუდენტებს აძლევს საშუალებას, არა მხოლოდ შეიძინონ ღრმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, არამედ გახდნენ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები მსოფლიო სამედიცინო სივრცეში. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროგრამა სრულიად პასუხობს WFME სტანდარტებს, ასევე ითვალისწინებს ქართული ბაზარისა და დამსაქმებელთა მოთხოვნებს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს კონკურენტუნარიანები იყვნენ როგორც რეგიონული ასევე საერთაშორისო მასშტაბით. GAU-ს მედიცნის სკოლა თანამშრომლობს 50-ზე მეტ აფილირებულ კლინიკასთან, სადაც სტუდენტებს სშუალება ეძლევათ კლინიკურ გარემოში დაეუფლონ იმ ცოდნასა და უნარებს, რა მოთხოვნაც არის საერთაშორისო ბაზარზე.
ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ მიმდინარეობს ახალი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური კამპუსის მშენებლობა, რომელიც მთლიანად დაეთმობა მედიცინის სკოლას.