Nord Stream-ის გაზსადენის გაჩერების, შარშან კი უკრაინაზე გამავალი ტრანზიტის შეჩერების შემდეგ, Gazprom-ი თურქეთს ევროპაში გაზის სატრანზიტო ქვეყნად განიხილავდა. იმისთვის, რომ რუსული ენერგოგიგანტი უკრაინის ომამდე მის ყველაზე მსხვილი ბაზარზე დაბრუნებულიყო. როგორც Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, კომპანია თვეების განმავლობაში განიხილავდა თურქეთის შესაძლებლობას, თუმცა ვერ დარწმუნდა ამ პროექტის პრაქტიკულად შესაძლებლობაში, ამიტომ ამ მიმართულებით საქმიანობა გააჩერა.
ამით რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ დაკარგა შესაძლებლობა ნაწილობრივ მაინც აღედგინა ევროპაში გაზის მიწოდება, რისგანაც თვეში დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის ღირებულების შემოსავალს იღებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირი 2027 წლისთვის რუსული გაზის იმპორტის აკრძალვას გეგმავს.
ამ ეტაპზე რუსეთ-თურქეთს 930 კმ სიგრძის გაზსადენი “თურქული ნაკადის” აკავშირებთ. ამ მილსადენის ერთი ხაზის გამტარუნარიანობა წლიურად 16 მლრდ კუბური მეტრია. ორივე ხაზის გამტარუნარიანობა ერთად წლიურად, 31.5 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს. მილსადენის, რომლის ორივე ხაზის მშენებლობა 11.4 მლრდ დოლარამდე დაჯდა, გაზით პირველი შევსება 2019 წლის ნოემბერში დაიწყო, ექსპლუატაციაში კი 2020 წლის იანვრიდან შევიდა.