GCCA-მ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

GCCA-მ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მონიტორინგის მიზანია – კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი.

სააგენტოში დაფიქსირებულ წერილში აღნიშნულია, რომ დღეისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულია სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული 1000-ზე მეტი დასახელების პესტიციდი და 1450-მდე დასახელების აგროქიმიკატი (სასუქი), რომელთა საქართველოში იმპორტს ახორციელებს 60-ზე მეტი ადგილობრივი კომპანია.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს მომართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ფერმერები, სხვადასხვა რეგიონში შეხვედრებისას, აჟღერებენ – საცალო ბაზარზე ზემოაღნიშნულ პროდუქციაზე კონკურენციის შემზღუდველი შესაძლო შეთანხმებების არსებობას ან/და დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას, რაც საბოლოო ჯამში ხელმისაწვდომობის კუთხით მოსავლის სარეალიზაციო ფასზეც აისახება.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომართვაში დასმული მნიშვნელოვანი საკითხებიდან გამომდინარე, არსებული მდგომარეობის სრულყოფილი შესწავლის, შეფასების მიზნით საკითხის შესწავლა დაიწყო. შუალედური შედეგები პერიოდულად დაინტერესებული მხარეებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდება.

გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო და მაკონტროლებელ ორგანოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს, ბაზრის მონიტორინგის პროცესი შესაბამის უწყებებთან აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება”, – აღნიშნავენ სააგენტოში.

ამ ეტაპზე, GCCA მონიტორინგს ახორციელებს – FMCG ბაზრის, საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრებზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *