მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ შემდეგ პროგრამებზე:
პროგრამები დაფუძნებულია უახლეს თეორიულ და პრაქტიკულ მიდგომებზე და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით არის აღჭურვილი. სწავლების პროცესში, სტუდენტები მჭიდროდ თანამშრომლობენ დარგის წამყვან სპეციალისტებთან, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვლევით აქტივობაში, მონაწილეობა მიიღონ შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსებში, განახორციელონ საკუთარი პროექტები და რეალურ სამუშაო გარემოში, გაიღრმაონ პროფესიული უნარები
GIPA მუდმივად ზრუნავს კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაზე. პროფესიული სწავლების სისტემა ითვალისწინებს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას ინდუსტრიულ პარტნიორებთან. რეგულარულად, იმართება დასაქმების ფორუმები, შეხვედრები პოტენციურ დამსაქმებლებთან და ინდივიდუალური კარიერული კონსულტაციები.
დაინტერესებულმა პირებმა, პროფესიული ტესტირებისათვის, რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2025 წლის 20 მაისის ჩათვლით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე: https://university.gipa.ge/VET-RegistrationForm
აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, GIPA-ს უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზეც დარეგისტრირდნენ.
მოასწარი, დარეგისტრირდი მოთხოვნად პროფესიებზე და გახდი GIPA-ს გუნდის წევრი!