Global Benefits Georgia — სადაზღვევო ბაზრის ტოპ 5-ში!

Global Benefits Georgia — სადაზღვევო ბაზრის ტოპ 5-ში!

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ 2025 წელს მტკიცე და წარმატებული სტარტით იწყებს: პირველი კვარტალის შედეგებით კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მეხუთე პოზიციაზე დაწინაურდა.

2025 წლის 1 კვრტალის მთავარი მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • მოზიდული პრემიების საერთო მოცულობა: 38,986,335 ლარი;
  • გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა: 85.71%;
  • სამედიცინო დაზღვევის წილი: 59%;
  • არასამედიცინო დაზღვევის წილი: 41%

ასეთი დინამიური ზრდა „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სტრატეგიული პროექტების, გამარტივებული სადაზღვევო პროდუქტებისა და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული, გაუმჯობესებული სერვისის შედეგია. კომპანიამ წარმატებით გაიმყარა პოზიციები როგორც კორპორაციულ, ასევე საცალო ბაზარზე.
„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ პორტფელში გაერთიანებულია ყველა ძირითადი და არასტანდარტული რისკი, რაც კომპანიას გამორჩეულად კონკურენტულს ხდის ქართულ სადაზღვევო ბაზარზე. მათ შორის გამორჩეული მაგალითია — საჰაერო ბოინგების დაზღვევა, იახტების დაზღვევა, მსოფლიო დაფარვის სპორტული ტრავმების დაზღვევა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის, ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებისა და ევროპის 45 ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრების დაზღვევა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის ფარგლებში და სხვა.
2025 წლის ბოლომდე „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ მიზნად ისახავს მინიმუმ 20%-იან ზრდას. კომპანიის სტრატეგია ეფუძნება ინოვაციური პროდუქტების განვითარებას, მომხმარებელზე მორგებული სერვისების დანერგვას და ბაზრის ეტაპობრივ გაფართოებას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *