Global Tech Weekend-ის მონაწილეებს პოლიტიკის განხილვის შეზღუდვაზე შეტყობინება დაეგზავნათ – ორგანიზატორის

Global Tech Weekend-ის მონაწილეებს პოლიტიკის განხილვის შეზღუდვაზე შეტყობინება დაეგზავნათ – ორგანიზატორის
20-22 ივნისს, თბილისი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს მასპინძლობს, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუმრებს აერთიანებს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სპიკერებს დაეგზავნათ შეტყობინება, რომ ეკრძალებათ პოლიტიკურ საკითხებზე რეფლექსია საკუთარ პრეზენტაციებში, რამაც ღონისძიების მონაწილეების და პარტნიორების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია.

ტექნოლოგიური ინჟინერი ნანა დიხამინჯია მსგავსი შეტყობინების დაგზავნას იმას უკავშირებს, რომ ერთი დღით ადრე სპიკერებს პროტესტის ტრიბუნად გამოყენებისკენ მოუწოდა.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის თანაორგანიზატორი, ნოდო ივანიძე Bm.ge-სთან განმარტავს, რატომ დაეგზავნათ ღონისძიების სპიკერებს მსგავსი შინაარსის შეტყობინებები. ნოდო ივანიძის თქმით, მსგავსი შეტყობინებები საერთაშორისო კონფერენციების სტანდარტს წარმოადგენს. მისი ინფორმაციით, შეტყობინება 120 სპიკერს პერიოდულად დაეგზავნა.

“ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა არასწორად გაიგო. ეს არის ჩვეულებრივი საერთაშორისო კონფერენციის სტანდარტი, როდესაც გყავს 80 საერთაშორისო სპიკერი, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Netflix, Marvel, Roblox და ა.შ.

ქართველი სპიკერების ნაწილს ინდივიდუალურად ავუხსენით და ყველამ გაიგო, მონაწილეობაზე უარი არ უთქვამთ. ეს არ არის სავალდებულო, ეს არის პოლიტიკა.

ორგანიზატორებს ძალიან დიდი რესურსი გვაქვს ჩადებული, სამ დღეში 40 ღონისძიება ტარდება, ვართ ბიზნესმენები და ანგელოზი ინვესტორები, გვაქვს ბიზნესები, როგორც ამერიკაში, ისე საქართველოში, ჩვენი ნეთვორქი ჩამოგვყავს და გვინდა, ახალგაზრდებმა დაიბრუნონ რწმენა, რომ ბევრი რაღაცის გაკეთებაა შესაძლებელი. ყველას მიზანია, რომ ამ რეგიონში ბევრი ინვესტიცია ჩამოვიტანოთ”, – ამბობს ნოდო ივანიძე.

მოგვიანებით ღონისძიების ორგანიზატორებმა განცხადებაც გაავრცელეს:

“Georgian Tech Weekend Tbilisi 2025-ს საორგანიზაციო გუნდის სახელით, გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ წერილს, რომელიც ღონისძიების პოლიტიკას ეხება. წერილმა დატოვა არასწორი ინტერპრეტაციის სივრცე და შესაბამისად აღქმული იქნა, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გვინდა განვმარტოთ, რომ რადგანაც GTWT არის საერთაშორისო ღონისძიება, ამ და სხვა პოლიტიკის შესახებ სპიკერების ინფორმირება ღონისძიების ლიცენზიით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია. ვწუხვართ შექმნილი გაუგებრობის გამო და ყველას გელოდებით ფორუმზე”.

ცნობისთვის, Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით – “Shaping the New Era” 21 ივნისს, Radio City | District 4-ში ჩატარდება და 3000-ზე მეტ სტუმარს, 100-ზე მეტ პარტნიორ კომპანიასა და 80 სპიკერს გააერთიანებს.

სპიკერებს შორის იქნებიან:
– Jessica Tams – Atari-ს მმართველი გუნდის დირექტორი, Griffin Gaming-ის ვენჩურული პარტნიორი;

-Ruben Veiga – Roblox-ის ქომუნითი მენეჯერი ევროპაში;

-Maxime Paradis – Paradis Club-ის დამფუძნებელი

-Israel Pons – PITCH to the WORLD-ის თანადამფუძნებელი;

-John Nee – Marvel-ის გამომცემლობის ყოფილი ხელმძღვანელი // DC Comics-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი;

– JP Isham – Gala-Games, Film and Music-ის მრჩეველთა ბორდის წევრი, Alchemist investment fund-ის მმართველი დირექტორი;

-Dmitri M. Johnson – Story Kitchen-ის დამფუძნებელი პარტნიორი და პროდიუსერი;

-More speakers/partners TBA

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი მისიაა, გააერთიანოს რეგიონის საუკეთესო ტექ. პროფესიონალები და შექმნას მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც, კავკასიისა და ცენტრალური აზიის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ ერთმანეთი და
ერთად აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.

ღონისძიების პარტნიორები არიან: TBC, GITA | StartUp in Georgia, Adjara Group, ATARI, Totally Human, Game Nations.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *