Google Translate-ში ქართული ენის დამატებიდან 15 წელი გავიდა

Google Translate-ში ქართული ენის დამატებიდან 15 წელი გავიდა
2025 წლის მაისში Google Translate-ში ქართული ენის დამატებიდან 15 წელი გავიდა. ამ პერიოდში სერვისმა დიდი წინსვლა განიცადა – თარგმანი გაუმჯობესდა და ახალი ფუნქციები გამოჩნდა.

თავდაპირველად, Google Translate-ი სტატისტიკურ თარგმნას იყენებდა. 2016 წელს ის შეიცვალა ახალი ნეირონული სისტემით (GNMT), რომელმაც თარგმანი ბევრად უკეთესი გახადა. განსაკუთრებით გაუმჯობესდა რთული წინადადებების თარგმნა.

2015 წელს Google-მა შეიძინა კომპანია Word Lens-ი. ის კამერით გადაღებული ფოტოების მეშვეობით ტექსტის რეალურ დროში თარგმნის საშუალებას იძლევა. ცოტა ხანში, ეს ფუნქცია Google Translate-ის მობილურ აპლიკაციაში გამოჩნდა და ახლა უკვე ის ქართულადაც არის ხელმისაწვდომი.

მიღწევების მიუხედავად, Google Translate-ში ჯერ კიდევ არ არის ქართული ტექსტის ხმოვანი წაკითხვა. ეს სხვა ენებთან შედარებით ნაკლები მოთხოვნით არის განპირობებული. თუმცა Google-ი აგრძელებს მუშაობას ახალ ენებზე და მათი თარგმნის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალში Google-ს უკეთესად შეეძლება ქართულად ლაპარაკი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *