Hampton by Hilton Batumi Center – საერთაშორისო ბრენდის ახალი სტანდარტი აჭარის რეგიონში

Hampton by Hilton Batumi Center – საერთაშორისო ბრენდის ახალი სტანდარტი აჭარის რეგიონში

მალე ბათუმის ტურისტულ რუკას ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Hampton by Hilton Batumi Center შეემატება. სასტუმროს მშენებლობა უკვე საბოლოო ეტაპზეა და გახსნისთვის მზადება მალე დასრულდება.

Hampton by Hilton Batumi Center – ტურინვესტ ჯგუფის მორიგი წარმატებული პროექტია. 2008 წლიდან, ტურინვესტ ჯგუფმა განახორციელა რეგიონისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. კომპანიამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ბათუმის საქმიან და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბების პროცესში. აღსანიშნავია, რომ ტურინვესტ ჯგუფი იყო პირველი, რომელმაც საერთაშორისო პრემიუმ კლასის ბრენდი Hilton შემოიყვანა საქართველოში, რაც მნიშვნელოვანი გარდატეხა აღმოჩნდა ქართული ბაზრისა და ეკონომიკისთვის. Hilton Batumi-მა საქართველო კიდევ უფრო მკვეთრი და შესამჩნევი გახადა ბიზნესისა და ტურიზმის მსოფლიოს რუკაზე.

კომპანიის დასრულებული პროექტები დღეს ბათუმის და მთლიანად ქვეყნის ტურისტული და ბიზნესგარემოს აღიარებული, საიმიჯო ნაწილია. Hampton by Hilton Batumi Center კი ამ ისტორიას უერთდება – საერთაშორისო ბრენდის ხარისხით, თანამედროვე სერვისითა და გამორჩეული ადგილმდებარეობით.

143-ნომრიანი სასტუმრო Hampton by Hilton Batumi Center, მდებარეობს ბათუმის ცენტრში, რუსთაველის ქ. №20-შიქალაქის ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ და აქტიურ უბანში. მდებარეობა იდეალურია როგორც ტურისტებისთვის, ასევე საქმიანი მოგზაურებისთვის, რომლებიც აფასებენ ქალაქის ცენტრთან სიახლოვეს, სანაპიროსთან უშუალო წვდომასა და მიმოსვლის სიმარტივეს.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ქართული ბაზარი გაჯერებულია 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებით, მაღალი ხარისხის საშუალო საფასო კატეგორიის შეთავაზებები კვლავ დეფიციტურია, მომხმარებელს კი მრავალფეროვანი არჩევანი არ აქვს, Hampton by Hilton Batumi Center სწორედ ამ სივრცეს ავსებს – ბრენდირებული ხარისხით, დახვეწილი დიზაინით და ხელმისაწვდომობით, რაც მას კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

Hampton by Hilton Batumi Center წარმოადგენს პროექტს, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ბათუმის, ისე მთლიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებაში – აერთიანებს თანამედროვეობას, პროფესიონალიზმსა და მომხმარებელზე ზრუნვას.

ძალიან მალე, ახალი და კომფორტული არჩევანი აჭარის ტურისტულ რუკაზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *