11%-ით არის შემცირებული ვაკანსიების რაოდენობა HR.GE-ს პლატფორმაზეც, სადაც განმარტავენ, რომ წინა თვეებთან შედარებით აპრილში შედარებით გამოცოცხლებაა, თუმცა წინა წელთან შედარებით ბიზნესი კადრებს აპრილშიც ნაკლებად ეძებს.
„პირველ კვარტალში წლიურად 11%-იანი კლება გვქონდა. იანვარი იყო ძალიან პასიური, თებერვალში მცირედი მატება იყო, მაგრამ მარტი იყო ყველაზე აქტიური თვე პირველ კვარტალში. მარტში ჯამში დაიდო 4154 განცხადება, რაც წინა წლის მარტთან შედარებით 5%-იანი კლება იყო, თუმცა თებერვალთან შედარებით იყო 15%-იანი მატება. ეს განპირობებული იყო სფეროების გააქტიურებით, რადგან რეალურად მარტის თვეში გააქტიურდა მეტ-ნაკლებად ჰორეკა სექტორი, რომელიც წინა პერიოდში ძალიან პასიურობდა.
აპრილის თვე უფრო აქტიურია, თუ მარტში 4154 განცხადება დაიდო, აპრილის თვეში ამ ტრენდით დაახლოებით 4500-მდე ვაკანსია გამოვა ჯამში. წინა თვესთან შედარებით მატებაა, თუმცა წინა წლის აპრილთან შედარებით 7%-იანი კლებაა“,-აცხადებს ინგა შახბაზიანი, HR.GE-ს ვებ-განყოფილების გაყიდვების დირექტორი.
მისი თქმით, ვაკანსიების გამოცხადების კუთხით გაყიდვები (16%), საფინანსო (13%) და ჰორეკა სექტორი (11%) აქტიურობს.