ხართ Apple-ის ტექნიკის მოყვარული? მაშინ თქვენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს! 25 აპრილს iSpace-მა სრულიად ახალი ფორმატის პირველი Apple Premium Partner სტატუსის მაღაზია გახსნა საქართველოში. ფილიალი რადიკალურად განსხვავებულია მაღაზიებისგან, სადაც აქამდე ყოფილხართ. მოემზადეთ მომსახურებისა და შესაძლებლობების სრულიად ახალი გამოცდილებისთვის.
iSpace Apple Premium Partner მაღაზია სავაჭრო ცენტრ Galleria Tbilisi-ის G სართულზეა განთავსებული. ეს მხოლოდ მაღაზია არ არის — ეს არის ინოვაციური სივრცე, სადაც ყველა შეძლებს Apple-ის უნიკალურ სამყაროში ჩაძირვას.
- ყოველდღიური სასწავლო სესიები Apple-ის ექსპერტებისგან – ყველაზე საინტერესო გზა, გაიგოთ ყველაფერი iPhone, iPad და Mac-ის შესაძლებლობებზე — და იმაზე, თუ როგორ მუშაობენ ისინი ერთად Apple-ის ეკოსისტემაში. მასტერკლასები უფასოა და დაახლოებით 15 წუთს გრძელდება. დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
- ერთიანი სივრცე – მაღაზია და სერვისცენტრი ერთად. iSpace-ში შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი მოწყობილობა და ამავდროულად მიიღოთ დახმარება ძველთან დაკავშირებით. გარანტია, გასუფთავება, შეკეთება, პროგრამული ხარვეზების გამოსწორება — ყველაფერი ერთ სივრცეში.
- სპეციალური ზონა ბიზნეს მომხმარებლებისთვის – ჩვენ გთავაზობთ პერსონალურ გადაწყვეტებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მოგაწვდით საუკეთესო შეთავაზებებს ტექნიკის შესაძენად და გაგაცნობთ Apple-ის შესაძლებლობებს ბიზნესისთვის.
- გატესტეთ მოწყობილობები რეალურ დროში – Apple-ის ტექნიკის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი ნახვა, არამედ შეგრძნება. iSpace გთავაზობთ ყველაზე ფართო ასორტიმენტს. შეადარეთ iPhone 16 და iPhone 16 Pro Max კამერები და ზომები. გაეცანით macOS-ს. შექმენით ესკიზი iPad-ზე Apple Pencil-ით. ან შეადარეთ თქვენი საყვარელი სიმღერის ჟღერადობა AirPods 4-სა და AirPods Max-ზე. iSpace — სივრცე, სადაც გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ.
- აქსესუარები – Apple Watch-ის სამაჯურების, დამტენების, ქეისების და სხვა აქსესუარების ფართო არჩევანი. ყველაფერი — სანდო მწარმოებლებისგან.
- პროფესიონალური კონსულტაციები – iSpace-ში მუშაობენ მხოლოდ Apple ექსპერტები, რომლებიც რეგულარულად გადიან სპეციალურ ტრენინგებს – ბრენდის ნამდვილი ფანები, რომლებმაც ყველაფერი იციან Apple-ის შესახებ.
Apple-ის გლობალური სტანდარტის შემოსვლით საქართველოში ინოვაციები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. iSpace გთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას, პრემიუმ მომსახურებას და ყოვლისმომცველ გადაწყვეტას.
Apple-ის ეკოსისტემა ის მთავარი ბენეფიტია, რასაც მისი მომხმარებლები იღებენ. მოხარულები ვართ, რომ მსგავსი გამოცდილება სწორედ iSpace-მა შესთავაზა ქართულ ბაზარს. 25 აპრილიდან Apple Premium Partner-ის მაღაზია გაიხსნა, რაც სწორედ Apple-თან ურთიერთობის ყველაზე მაღალი საფეხურია და ყველა სერვისის ერთ სივრცეში მიწოდებას გულისხმობს. – განაცხადა iSpace-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ლევან თაღიაშვილმა
მომხმარებლები მალე iSpace.ge-ს განახლებულ ვერსიასაც იხილავენ.