დასუფთავების ტექნოლოგიის წამყვან კომპანიას მსოფლიოში 90 წელი შეუსრულდა. Kärcher-ის ისტორია – შტუტგარტ-ბად კანშტატში დაწყებული მცირე საოჯახო ბიზნესიდან მსხვილ გლობალურ კომპანიამდე – ინოვაციების, მოქნილობისა და სამეწარმეო შორსმჭვრეტელობის სულისკვეთებით ხასიათდება.
გლობალური კომპანიის ისტორია ალფრედ კერხერის ნოვატორული ხედვით დაიწყო: 1935 წელს მან შტუტგარტში Alfred Kärcher Kommanditgesellschaft დააარსა და სხვადასხვა ტიპის გამათბობლის წარმოება დაიწყო. გათბობის ინოვაციური ტექნოლოგია, მარილის აბაზანის ღუმლის სახით, გამომგონებლის პირველი წარმატებული პროდუქტი იყო, რომელმაც 1945 წლისთვის დიდ პოპულარობას მიაღწია და 1200 ერთეული გაიყიდა.
ბიზნესი წარმატებით განვითარდა და სულ რაღაც ორ წელიწადში გაფართოების საჭიროებაც დადგა. 1937 წელს კერხერმა ყოფილი ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის ქონება შეისყიდა და 120 თანამშრომლისთვის ახალი სათავო ოფისი მოაწყო. შემდეგ, ომისა და რესურსების დეფიციტის გამოწვევების მიუხედავად, Kärcher-ი სპეციალიზებული აღჭურვილობის წარმოებას განაგრძობდა. რთული პირობების მიუხედავად, კერხერი დარჩა თავისი ტექნოლოგიური ინოვაციების ერთგული, რამაც ომის შემდგომ პერიოდში მისი წარმატება კიდევ უფრო განამტკიცა.
დასუფთავების ტექნოლოგიებში დიდი ძვრები 1950 წლიდან დაიწყო, როცა ალფრედ კერხერმა ცხელი წყლის მაღალი წნევის პირველი ევროპული გამწმენდი – KW 350-ით (მოგვიანებით DS 350) – გამოიგონა. სწორედ აქედან იწყება Kärcher-ის, როგორც დასუფთავების ინდუსტრიაში ნოვატორული კომპანიის ისტორია. ახალი ტექნოლოგიის, რომელიც სტაბილური წნევითა და ტემპერატურით გამოირჩეოდა და თავსებადი იყო სხვადასხვა ტიპის საწვავთან, პოპულარობა გერმანიას გასცდა და შვედეთში, ნორვეგიაში, შვეიცარიასა და ავსტრიაშიც წარმატებით გაიყიდა. 1970-იანი წლებიდან Kärcher-მა წარმოება ბრაზილიაში გააგრძელა და გერმანიის გარეთ პირველი ქარხანაც შექმნა – ასე გახდა Kärcher დასუფთავებისა და ინოვაციის გლობალური ბრენდი.
დღეს კომპანია 85 ქვეყანაში, 17 000-მდე ადამიანისგან დაკომპლექტებულ პროფესიონალთა გუნდს აერთიანებს. კომპანია ზრდას თანამედროვე გამოწვევების ფონზეც აგრძელებს, რასაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ბრუნვის 340%-იანი ზრდა, 3000-ზე მეტ პროდუქტიანი პორტფოლიო და 2023 წელს გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი – €3.2 მილიარდი – ადასტურებს.