Le Méridien Batumi-ის დატვირთულობა გაზრდილია. როგორც სასტუმროს გაყიდვების დირექტორმა ნონა შოთაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, მოთხოვნა მაღალი იყო დაბალ სეზონზეც, დამსვენებლების დიდ ნაწილს კი ადგილობრივთან ერთად, ისრაელიდან და თურქეთიდან ჩამოსული სტუმრები შეადგენენ.
„სასტუმროში მოთხოვნა მზარდია, გაცილებით მაღალი დატვირთულობით ვმუშაობთ დაბალ სეზონზეც. უმეტესად არიან ქართველები, აქტიურია ისრაელი, თურქეთი.
ჯავშნები მზარდია მაღალი სეზონისთვის როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური პირების შემთხვევაში. რაც გვქონდა დარჩა ის ბაზრები და დაემატა აზია და ინდოეთი. ვერ ვიტყვით რომ ევროპის წილი ახლა შემცირებულია, დაახლოებით იგივეა რაც ადრე გვქონდა, ვნახოთ რა იქნება ზაფხულში. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ფასები მზარდია ბაზარზე,“ – განაცხადა შოთაძემ.